30 ივლისი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ლია ჯახველაძემ, პოლონეთის ელჩის მრჩეველს საქართველოში - მარცინ ჟოჰოვსკის უმასპინძლა.
ლია ჯახველაძის განცხადებით, პოლონეთის საელჩოს მხრიდან გამოთქმული იყო ინიციატივა, თბილისში პოლონელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის, მარშალ იუზეფ პილსუდსკის სახელობის ქუჩის სახელდების შესახებ.
„პოლონეთის საელჩომ სურვილი გამოთქვა თბილისის რომელიმე ქუჩას პოლონელი ხალხისთვის პატივსაცემი და სახალხო გმირის, იუზეფ პილსუდსკის სახელი დარქმეოდა. ბატონ ჟოჰოვსკისთან საქმიან შეხვედრებზე ქუჩის სახელდების რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ. ჩვენ, უახლოეს მომავალში ველოდებით გადაწყვეტილებას ქუჩის სახელდების შესახებ“, - განაცხადა ლია ჯახველაძემ.
დეპუტატის განცხადებით, იუზეფ პილსუდსკის სახელობის ქუჩის სახელდება საქართველოსა და პოლონეთის ღონისძიებების ფორმატში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-პოლონურ ურთიერთობას.
როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, პოლონეთში გამოიცა წიგნი „ქართველები პოლონეთში“. შემოდგომით, თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა გამოფენა, რომელიც ამ ფორმატის დასკვნითი ნაწილი იქნება.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025