10 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბახტიორ საიდოვთან ერთად, სამგორის რაიონში, უზბეკი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ალიშერ ნავოის სახელობის პარკი დაათვალიერეს.
ღონისძიებას უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბაბურ უსმანოვი, უზბეკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბახრომ აშრაფხანოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბახტიორ საიდოვის თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს სარეკრეაციო სივრცე და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
მხარეებმა პარკის კულტურულ და სარეკრეაციო მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების მნიშვნელობას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მათ ასევე მზაობა გამოხატეს შესაბამისი უფლებამოსილებების ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლონ.
სკვერის სახელდება თბილისის საკრებულოს მიერ 2025 წლის მაისში განხორცილდა. ბოლო პერიოდში საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულმა მაღალი დონის ვიზიტებმა კიდევ უფრო განამტკიცა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. ხსენებული კავშირების გათვალისწინებით არსებითად შეეწყო ხელი სახელდების განხორციელებას ნაცვალგების პრინციპების გათვალისწინებით. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ერთ-ერთი მთავარი გამზირი შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, გამზირის მიმდებარედ არსებულ სკვერში კი შოთა რუსთაველის ძეგლია განთავსებული.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026