14 მარტი 2018
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩის მოსახლეობას საკრებულოს მიერ გამოცემული ქუჩის სახელდების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს. კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, მოსახლეობას უკვე შეუძლია საჯარო რეესტრს მისამართის მინიჭების თხოვნით მიმართონ და სახელმწიფო სერვისებით ისარგებლონ.
„ელიას მთის ტერიტორიაზე, ახლადწარმოქმნილი დასახლებიდან მოგვმართეს და ქუჩის სახელდება მოითხოვეს. კომისიამ საკითხი შეისწავლა და საკრებულოს განკარგულებით, ამ დასახლებას ელიას მთის სახელი მიენიჭა. მოსახლეობას ამ დრომდე კონკრეტული მისამართი არ ჰქონდა, შეუძლებელი იყო პასუხის ფოსტით გაგზავნა, ამიტომ გადავწყვიტეთ მოვსულიყავით და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის განკარგულებები სახლებში მოგვეტანა. ამიერიდან ელიას მთის ქუჩაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს აიღოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიიღოს ფოსტა, შეუფერხებლად ისარგებლოს სასწრაფო, სამაშველო, საპატრულო პოლიციის მომსახურებით და სხვა სერვისებით,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025