20 მარტი 2018
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ და საკრებულოს წევრმა, ქეთევან მამულაშვილმა ხეივნის დასახლების მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და დასახლებაში ქუჩების ქსელების მომზადების, სახელდების და ნუმერაციის პროცესები განიხილეს.
ტერიტორიის განაშენიანების შედეგად დასახლებაში არაერთი ქუჩა წარმოიქმნა, რომელთა უმრავლესობაც ამ დრომდე არაა სახელდებული და არეულია შენობა-ნაგებობების ნუმერაციები. მოსახლეობის განცხადებით, დასახლება რამდენიმე ათწლეულია არსებობს და ამ ტერიტორიაზე მოწეული ყურძნით და ხილ-ბოსტნეულით წლების მანძილზე მარაგდებოდა რაიონის მოსახლეობა. ქუჩებისთვის სახელების შერჩევის დროს მოსახლეობამ კომისიას ამ არგუმენტის გათვალისწინება სთხოვა.
„საკრებულო უახლოეს პერიოდში მზად არის დაიწყოს საკითხის განხილვა. მანამდე კომისიის წარმომადგენლები ხეივნის დასახლების მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ უმასპინძლებენ საკრებულოში, რათა შეირჩეს კონკრეტული ქუჩებისთვის კონკრეტული ვაზის ჯიშების სახელწოდებები. კომისია მიესალმება სახელდების საკითხების თემატურად და სისტემურად განხილვას,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ მოსახლეობას აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და საჭიროების შემთხვევაში პროცესებში აქტიური ჩართვის მზაობა გამოთქვა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025