15 მარტი 2018
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერის წინამძღვარ მამა იოანე (მამუკა) ცუხიშვილის განცხადების საფუძველზე, სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და ამ ტერიტორიის დამისამართების საკითხი განიხილეს.
მამა იოანეს განცხადებით, ტერიტორია ამ დრომდე არაა დამისამართებული. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი მონასტრის წინამძღვარს პრობლემის მოკლე ვადაში მოგვარებას დაპირდა.
„დღეს ჩვენ მამა იოანეს მოწვევით ვიმყოფებით ამ ულამაზეს სამონასტრო კომპლექსში. სამწუხაროდ, მონასტრამდე მისასვლელი გზა ამ დრომდე არ არის სახელდებული და ქუჩად ჩამოყალიბებული, არ არსებობს ნუმერაცია და მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ საქმისწარმოების პროცესს, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ჩართულობით დავაპროექტებთ გზას და ამ ტერიტორიას თაბორის მთის ქუჩის I შესახვევის სახელს მივანიჭებთ, რასაც ბუნებრივია, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოყვება,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თაბორის მთის კალთაზე ფერისცვალების მონასტერი XIII-XIVსს-ში აიგო. საუკუნეების წინ აშენებული მონასტრის ნაშთები თაბორის მთაზე დღემდეა შემორჩენილი. სამონასტრო კომპლექსის აღდგენა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივით განხორციელდა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025