02 აპრილი 2019
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა და საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ავთანდილ ცინცაძემ დიდ დიღომში, ე.წ. საუნივერსიტეტო დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ქუჩების სახელდების დამადასტურებელი სამართლებრივი აქტები გადასცეს.
ხსენებულ დასახლებაში, უსახელო ქუჩების სახელდებაზე კომისია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა. არსებობდა რიგი სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც კომპლექსის მშენებელ კომპანიას უნდა მოეგვარებინა.
სახელდებისა და სიმბოლოკის კომისიისა და რაიონის მაჟორიტარის ერთობლივი მუშაობით, პრობლემები მოგვარდა - გაგრძელდა სანდრო მირიანაშვილისა და ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩები.~
მიღებული გადაწყვეტილებით, რამდენიმე ასეულ მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღების საშუალება მიეცა. ისინი ისარგებლებენ ისეთი მნიშვნელოვანი სერვისებით, როგორიცაა: სახანძრო, საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო სამსახურები.