22 მარტი 2018
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, მოსკოვის გამზირთან დაკავშირებით მსჯელობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. თინათინ ნიბლოშვილი განმარტავს, რომ გამზირისთვის სახელის გადარქმევას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება. მათ შორის, გასათვალისწინებელია იმ ათასობით ადამიანის პოზიცია, რომელიც აღნიშნულ გამზირზე ცხოვრობს.
„საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აქტიურად ვმუშაობთ მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე. გვაქვს გარკვეული ვერსიები. რაც შეეხება გმირებს, 2008 წლიდან დაწყებული, რუსულ აგრესიას ძალიან ბევრი ქართველის სიცოცხლე შეეწირა და თბილისში ამ გმირების სახელობის უკვე ათობით ქუჩა გვაქვს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025