21 თებერვალი 2020 დღეს, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის ქუჩის შესახვევში პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, საკრებულო აგრძელებს იმ ადამიანთა ღვაწლის სათანადოდ დაფასებას, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქვეყნისა და ქალაქის ისტორიაში.
,,დღეს ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ძველ უბანში ჩვენი საპატიო მოქალაქის, გამოჩენილი მეცნიერის, არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გავხსენით. მიხარია, რომ საკრებულოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ისეთი დამსახურებული პიროვნებების სახელების უკვდავყოფაა, როგორიც არჩილ ბეთანელი გახლდათ“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ცერემონიას არჩილ ბეთანელის ოჯახის წევრები, მეგობრები, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე და ამავე რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025