20 თებერვალი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებმა სახელდების წესის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც დეპუტატებმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში არსებულ ინიციატივებზე იმსჯელეს, რომლებიც ტერიტორიის დასახელებასა და შერჩეულ ქალთა სახელებს მოიცავდა.
აღნიშნული ფონდის ინიციატივას, რომელიც 5 უსახელო ქუჩისთვის ქალი საზოგადო მოღვაწეების სახელების დარქმევას გულისხმობს, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის გადაწყვეტილებით, თბილისს ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის, ლიზა/ელისაბედ/ნაკაშიძე-ბოლქვაძის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, ქრისტინე შარაშიძისა და ანნა /ოლა/სოლოღაშვილის სახელობის ქუჩები შეემატება.
შემდეგი საკითხები ძირითადად უსახელო ტერიტორიებზე სახელდების განხორციელებასა და დაბა კოჯორში რამდენიმე ქუჩის სახელის ცვლილებას შეეხებოდა. დღესვე დეპუტატებმა ქალაქის თანამედროვე და სისტემური სახელდებისთვის იმ ტერიტორიების ჩამონათვალი გაიარეს, რომლისთვისაც შეუსაბამო ან ცუდი ჟღერადობის სახელის მქონე ქუჩებისთვის ქსელების გასწორება ან სახელების შეცვლაა შესაძლებელი.