19 დეკემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ დეპუტატებს დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხების, კერძოდ, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში-სამგორის, დიდუბის, ვაკის, ჩუღურეთის, ასევე მთაწმინდის, საბურთალოს, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებში არსებული უსახელო ქუჩებისა და სკვერებისთვის ახალი სახელების დარქმევის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კომისიის წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარმოადგინეს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების საჯარო განხილვისთვის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.