29 ნოემბერი 2017 თბილისსა და მასთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩას ახალი სახელწოდებები მიენიჭება.
აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
კერძოდ, ახალი სახელები გლდანის, მთაწმინდის, ვაკის, სამგორის, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე რამდენიმე ქუჩას, ჩიხს, შესახვევსა და გასასვლელს დაერქმევა. გარდა ამისა, კომისიის წევრებმა სამგორისა და გლდანის რაიონებში რამდენიმე ქუჩის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, უსახელო ქუჩებისთვის სახელწოდებების მინიჭების საკითხი საჯარო განხილვისთვის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. განხილვის შედეგად მიღებულ წინადადებებზე კი კომისიის წევრები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025