25 იანვარი 2018
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან თინათინ ნიბლოშვილთან ერთად, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის სახელობის ქუჩა გახსნა. ქუჩა დიღმის მასივში, საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს.
„ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ამ ქუჩაზე მოხდა ბატონი ნოდარის, ამ ლეგენდარული ადამიანის ქუჩის სახელდება. მოგეხსენებათ, წელს მისი 80 წლის იუბილეა და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ბატონი ნოდარის ხსოვნასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ქუჩის გახსნას ლეგენდარული ფეხბურთელის ოჯახის წევრები და ცნობილი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025