24 მაისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ არგენტინის ელჩს საქართველოში ხუან ლუის ტეტამანტს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, მხარეებმა საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კულტურული, ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების კუთხით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წელი გავიდა. საკრებულოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას თბილისის მერიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025