31 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულოში 11 კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. სხდომა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ გახსნა, რის შემდეგაც თბილისის მთავრობის შემადგენლობა საკრებულოს წევრებს ვიცე-მერობის კანდიდატმა, გიორგი ტყემალაძემ წარუდგინა.
დასამტკიცებლად წარდგენილი კანდიდატურები არიან: თბილისის მერის მოადგილები - ირაკლი ბენდელიანი, კახა აბულაძე და ანდრია ბასილაია; თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - პაატა ტოგონიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - გოგი ჩიქოვანი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - დავით მალანია; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე.
დღესვე საკრებულოს წევრებმა რაიონების გამგებლების კანდიდატურებზეც იმსჯელეს. გიორგი ტყემალაძემ შემდეგი კანდიდატურები წარადგინა:
ჩუღურეთის რაიონი - დავით მაქაცარია, დიდუბის რაიონი - დავით გელოვანი, გლდანის რაიონი - ბესიკ კალაძე, ვაკის რაიონი -ლევან ყიფიანი, ისნის რაიონი - აკაკი ხლაბუსტოვი, კრწანისის - ლაშა ცაგურია, მთაწმინდის - დავით კირკიტაძე, ნაძალადევის - ირაკლი ანდღულაძე, საბურთალოს - გაიოზ ვასაძე, სამგორის რაიონი - კახა სამხარაძე.
წარმოდგენილ კანდიდატურებს თბილისის საკრებულოს წევრებმა თანხმობა გამოუცხადეს. დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას კი კენჭს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უყრიან.
კანდიდატურების წარდგენის შემდეგ, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, გიორგი ტყემალაძემ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც დედაქალაქის მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროგრამების განხორციელებისას დედაქალაქის მთავრობა და საკრებულო მჭიდროდ ითანამშრომლებენ. გიორგი ტყემალაძემ თბილისის ახლად არჩეულ საკრებულოს წარმატებები უსურვა და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.