27 თებერვალი 2025 დღეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ქეთევან კანდელაკიშვილმა, წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ".
კომისიის წევრებმა აგრეთვე იმსჯელეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. საკითხი კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" დირექტორის მოადგილემ, ლევან მამალაძემ, წარუდგინა.
სხდომაზე ასევე განიხილეს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში შესატანი ცვლილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. საკითხი კომისიის წევრებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ოთარ ჩიტიძემ, გააცნო.
კომისიის წევრებმა რეკომენდაცია გაუწიეს წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად გატანას.