28 მარტი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა სხდომაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა რამდენიმე რაიონში ზონალური ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
შესაბამისი განხილვის შედეგად, დეპუტატებმა წარმოდგენილი საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, რიგ საკითხებზე კი კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ასევე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც წინა სხდომებზე სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომას აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.
კონსტანტინე ზარნაძე „თბილსერვის ჯგუფის“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
დეკემბერი 11,2025
სანზონაში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
დეკემბერი 02,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025