07 თებერვალი 2020 თბილისის საკრებულო გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორთან ვახტანგ ლომჯარიასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა სააგენტოში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრას, საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია ესწრებოდა.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. კომისიის წევრებმა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, უწყების სამომავლო საქმიანობისა და გეგმების თაობაზეც იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განხილული საკითხების ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება. ამიტომ წინადადებების შემუშავების შემდეგ, რეკომენდაციები შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება, ხოლო განხილულ საკითხების ის ნაწილი, რომელიც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და ურთიერთთანამშრომლობით მოგვარდება.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025