24 დეკემბერი 2019 დღეს თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. სხდომა ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. დაპირისპირების მიზეზი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადება გახდა, რომელიც სხდომიდან ერეკლე კუხიანიძის გაძევებას ითხოვდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და გარემოს დაცვის კომისიის წევრის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, კომისიის წევრებს სხდომიდან ერეკლე კუხიანიძის გაძევების უფლება არ აქვთ. ტყემალაძემ დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სხდომის გაგრძელების თხოვნით მიმართა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის პროტესტი მოჰყვა. ხმაური მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს ლევან ხაბეიშვილი და გიორგი დოხტურიშვილი დაუპირისპირდნენ.
მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა 2020 წლის თბილისის მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც მერის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა. გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა დღესვე, "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025