16 თებერვალი 2022
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი გაიზარდა. მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებით , რაც ეროვნული ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტის გაზრდასაც ითვალისწინებს. საკრებულო ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და სწორად განვითარების გეგმის შემუშავებაში მნიშვენელოვანი წვლილი შეაქვს.
როგორც საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორთან ირინე დანელიასა და ბაღის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა საკოლექციო ნაკვეთები და ტურისტული მარშრუტები. ერთად განიხილეს არსებული მდგომარეობა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
„ ბოტანიკურ ბაღში არიან ადამიანები, რომლებსაც უზარმაზარი ერთგულება და პროფესიონალიზმი გააჩნიათ არამარტო ბაღის, არამედ მთლიანად საქმის მიმართ. აქ უამრავი ექსპონატია, რომელსაც სჭირდება განვითარება. აქ არის სივრცეები, რომლებსაც სჭირდება მოწყობა ვიზიტორებისთვის. შესაბამისად მნახველთა რაოდენობაც გაიზრდება. სამწუხაროდ თბილისში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც საეროდ არ ყოფილან ბოტანიკურ ბაღში . მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი სიმდიდრე და განძი ძალიან ბევრი ქვეყნის დედაქალაქს არ აქვს. ეს არის ძალიან დიდი რუდუნებით და ძალისხმევით მოსავლელი ადგილი. ეს არ არის მხოლოდ ტერიტორია, ეს არის როგორც ისტორიული, ასევე სამეცნიერო მნიშვნელობის დაწესებულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბოტანიკური ბაღს შესაბამისი ყურადღება მივაქციოთ“- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025