27 დეკემბერი 2019 თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. წლის ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების დადგენილებებში ცვლილება შეიტანეს. აღნიშნული საკითხები, დასამტკიცებლად საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გავა.