19 აგვისტო 2025 თბილისის საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე გარემოს დაცვის კომისიების სხდომაზე თბილისში არსებული რამდენიმე დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით, ასევე, დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის და ფართის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.
დღესვე დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით გასატარებელი ღონისძიებების საკითხი შეათანხმეს. საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა წარუდგინა. საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებებიც დაამტკიცეს.
სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.