22 ივნისი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი, სხდომაზე, თბილისის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ წარმოადგინა.
მისი განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა 44 მილიონ 732 ათასი ლარით გაიზარდა, რომლის ძირითადი ნაწილი 13-14 ივნისს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს, დაზარალებული მოსახლეობის დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დაღუპულთა ოჯახების დახმარებას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015" ორგანიზებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს მოხმარდება.
დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ-მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმა დაამტკიცეს.
ასევე განიხილეს და თანხმობა მისცეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებსაც, მათ შორის: დედაქალაქის ზოგიერთ მიწისქვეშა გასასვლელში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კომპანიის კაპიტალში ფულადი შენატანის განხორციელებას, შ.პ.ს. "ჰერმესის" კაპიტალის გაზრდას, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, დროებით სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემას და შ.პ.ს. ,,სინათლის ქალაქის“ მიერ სპეცტანსაცმლის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021