20 ნოემბერი 2019
დღეს თბილისის საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის კომისიური განხილვა დაიწყო. პროექტზე დეპუტატებმა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, სატრანსპორტო საკითხთა და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები კომისიების წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 20 მილიონი ლარით განისაზღვრა და თანხები შემდეგ ძირითად მიმართულებებზე გადანაწილდა:
სატრანსპორტო ინფრასტრქუტურის მშენებლობა-აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინატმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება და სხვა.
გარდა მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტისა, კომისიების წევრებმა მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ჯღარკავას დანიშვნის შესახებ იმსჯელეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებას თანხმობა მისცეს.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021