29 დეკემბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
კერძოდ, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დარგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების მართვისთვის ორგანიზების გაწევა შპს "თბილსერვის ჯგუფს" დაევალა.
დადებითად შეფასდა საკითხი 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ ფიზიკურ პირთათვის ავტომანქანების ღირებულების ანაზღაურების წესის თაობაზე, რომლის თანახმად, ზარალის აღდგენა 2 კატეგორიის - აღდგენას დაქვემდებარებულისა და განადგურებულის შესაბამისად მოხდება.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილების გამო რედაქტირება შეეცვალა "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით "რიყე-ნარიყალა" მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ’’ თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილების "ზ" პუნქტს.
დღესვე დეპუტატების გადაწყვეტილებით, საიჯარო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული და მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული შპს ,,მომავლის სკოლა’’.
ასევე თანხმობა მიეცა ა(ა)იპ "თბილისის ზოოლოგიური პარკის" მიერ უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემული ფართების მესამე პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული "დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის" ქვეპროგრამის განხორციელების წესსა და 2015 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცებას.
დეპუტატებმა ასევე დაუჭირეს მხარი "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებასაც.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021