03 აგვისტო 2022
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც ინტენსიურად, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ქეთევან დედოფლის გამზირი ორ ეტაპად გაიყო. პირველ მონაკვეთზე ასფალტი ზედა ფენაშია მოქცეული და საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა ხდება, რაც შეეხება თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს სამაჟორიტარო რაიონში, მსგავსი მასშტაბის პროექტი დაიწყო. ოქტომბრისთვის, თბილისს სრულად რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტით მოწყობილი, ევროპული ტიპის გამზირი ექნება, რაც გარკვეულწილად ტურისტულადაც მეტად მიმზიდველს გახდის ისნის რაიონს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი გამოიყოფა საავტობუსო ზოლი და მოეწყობა ველობილიკი. ამის პარალელურად, მიმდინარეობს მეტროსადგურ „ავლაბრისა“ და ავლაბრის მოედნის, ასევე, იქვე არსებული რეკრეაციული სივრცეების განახლების სამუშაოები.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025