15 იანვარი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა გრიგოლ ლილუაშვილის თბილისის მერის მოადგილედ დანიშვნის საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანას ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს ბიუროს სხდომა დღესვე გაიმართება, სადაც დეპუტატები აღნიშნულ საკითხთან ერთად საკრებულოს სხდომაზე გასატან სხვა საკითხებსაც განიხილავენ.