25 მაისი 2025
დღეს, 25 მაისს, საღამოს 9 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით და დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ჩართულობით, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში დამონტაჟებულ ბოძზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორ გიგა დაიაურთან ერთად დაესწრო. დამსწრე საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას, დაბადების დღეს სიმბოლურად დროშის აღმართვით შეხვდა.
დროშის აღმართვის ტრადიციას საფუძველი მერაბ კოსტავამ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ჩაუყარა.
დროშის აღმართვის ღონისძიებაში ახალგაზრდა თაობამ მიიღო მონაწილეობა.