15 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი კახა ლაბუჩიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ახლადაშენებულ N109 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა. ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. საბავშვო ბაღში მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
109 ბაგა-ბაღი დედაქალაქში ყველაზე დიდია და 600-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღში 470 ბავშვია რეგისტრირებული. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღი 20-ჯგუფიანია. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. ბაღის გახსნაზე რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.
კახა ლაბუჩიძე საკრებულოში თბილისის N172 სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდა
მაისი 19,2025
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023
საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023