27 მარტი 2022
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე პანტომიმის სახელმწიფო თეატრს ესტუმრა და მის დასს თეატრის საერთაშორისო დღე მიულოცა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, პანტომიმის თეატრი ქართული კულტურის მარგალიტია. მისი ისტორია, ტრადიცია, აღიარება ამის ნათელი დადასტურებაა. ამაში კი, თავის არცთუ მოკრძალებული წვლილი პანტომიმის თეატრსაც მიუძღვის. ალბათ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ დიდი მაესტროს, ამირან შალიკაშვილის სტუდენტური „პანტომიმური ნოველებიდან“ დაწყებული საქმე რამდენიმე წელიწადში სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდებოდა. ეს, ამ თეატრის ყველა წევრის, განსაკუთრებით კი, შალიკაშვილების დამსახურებაა. საინტერესო ექსპერიმენტიდან დაწყებული საქმე, სერიოზულ ხელოვნებამდე ჩამოყალიბდა.
თეატრის ხელმძღვანელმა ამირან შალიკაშვილმა (უმცროსმა) ხაზი გაუსვა თეატრის ფარგლებში საერთაშორისო სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების საკითხს. პროექტი დასრულების პროცესშია და ცენტრს საშუალება ექნება პანტომიმის ხელოვნების შესასწავლად მსურველები უცხოეთიდანაც მიიღოს.
თეატრის მსახიობებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს თბილისის მერის კახა კალაძის მიმართ. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, თეატრს ახალი შენობის ასაშენებლად მიწის ფართი უკვე გამოეყო.
თეატრის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1961 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მეცხრე კონგრესმა ღია წერილით მიმართა სხვადასხვა ქვეყნის თეატრის მოღვაწეებს, წელიწადში ერთხელ „თეატრალთა“ პროფესიული დღესასწაული აღენიშნათ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025