20 დეკემბერი 2021
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, მწერალთა სახლში რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულს ანზორ სიფრაშვილს მოთხრობისთვის ,,ქვევრი'' პრიზი გადასცა.
კახა ლაბუჩიძის თქმით, საქართველოში რეზო ინანიშვილის გვარ-სახელი იმდენად დიდია, რომ მისი სახელობის პრემია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო იქნება როგორც დებიუტანტი, ისე ცნობილი მწერლისთვისაც.
„ჩემი ცნობიერება, ჩემი მახსოვრობა ყველა იმ თბილ სიტყვას და ამბავს ატარებს, რაზეც დიდი მწერალი, რეზო ინანიშვილი წერდა“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსში გამარჯვებულებს პრემია ყოველწლიურად, 20 დეკემბერს, რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს, გადაეცემათ. მწერალს წელს 95 წელი შეუსრულდებოდა.
კონკურსი, რომლის დამაარსებელი პოეტი და ჟურნალისტი თამარ შაიშმელაშვილია, 2010 წლიდან ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ არსებობს.
კონკურსი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანადგომით ტარდება.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025