11 მარტი 2021
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი იმ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციების ესკიზების გამოფენაზე იმყოფებოდა, რომელიც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შეიქმნა.
კონკურსი, რომელშიც 17 ხელოვანი მონაწილეობს, დედაქალაქში გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების, ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალისა და ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის განთავსების მიზნით გამოცხადდა. კუნკურსის შედეგად ასევე, მწერალ გიზო ნიშნიანიძის ქალაქურ-დოკუმენტური პოემის - „პაემანი ვერაზე“ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციაც შეირჩევა.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ყიფიანის ბიუსტისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის განთავსების ინიციატორი თბილისის საკრებულოს წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილია.
ესკიზები 5 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერიაშია გამოფენილი და მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს 10:00-დან 18.00 საათამდე შეუძლია. 14 მარტის შემდეგ კი, ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025