16 ივლისი 2021 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი პროფესიულ კოლეჯებში შეხვედრებს განაგრძობს. კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრთან ბექა დავითულიანთან ერთად კოლეჯში ,,იკაროსი’’ მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო.
დეპუტატებს მიმდინარე თეორიული და პრაქტიკული სწავლების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია კოლეჯის დირექტორმა რუსუდან ჩართოლანმა გააცნო.
,,პროფესიული სწავლების პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის პარტნიორ კოლეჯებში შეხვედრებს განვაგრძობ. პროექტი- “ისწავლე და დასაქმდი”, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დედაქალაქის ბიუჯეტით ფინანსდება, ერთ-ერთი წარმატებულია. აქ ადამიანებს უმოკლეს დროში ეძლევათ საშუალება, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროფესიული განათლება მიიღონ და დასაქმების ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილონ ‘’,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მუნიციპალური პროექტის ,,ისწავლე და დასაქმდი’’ ფარგლებში, 2018 წლიდან კოლეჯმა პროფესიული ხელობის მიმართულებით 1000- მდე ადამიანი გადაამზადა. ესენია: სარესტორნო საქმის მწარმოებელი; კონდიტერი - პურფუნთუშეული და ტორტების მომზადება; მზარეული - ქართული და მსოფლიო სამზარეულო; სასტუმროს საქმის მწარმოებელი; საიუველირო საქმის მასალთმცოდნეობა; სასტუმროს საქმის მწარმოებელი; სასტუმროს დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა; ბარმენი; მებაღე დეკორატორი; სარესტორნო საქმის მწარმოებელი; თბილისის გიდი; სომელიე; ხორცის დამუშავება და ხორცპროდუქტების მომზადების ტექნოლოგია.
კოლეჯში პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის ფარგლებში, 2020-2021 სასწავლო წელს დედაქალაქის ბიუჯეტის დაფინანსებით დამატებით პროფესიული განათლების სხვადასხვა კურსი 175 მსმენელმა გაიარა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025