09 ივლისი 2021 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი პროფესიული სწავლების პოპულარიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტის პარტნიორ კოლეჯებში შეხვედრებს განაგრძობს.
კომისიის თავმჯდომარე კოლეჯში ,,მერმისი’’ ადმინისტრაციას შეხვდა და კოლეჯის დირექტორთან, ნონა ღუდუშაურთან ერთად სასწავლო პროცესს გაეცნო.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, პროფესიული განათლების როლი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ხელს უწყობს მოკლე დროში კვალიფიციური კადრის შექმნასა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას.
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ის აპირებს მსგავსი გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვას ყველა პარტნიორ სასწავლებელში და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანიის მხარდაჭერას. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კოლეჯში „მერმისი“ სწავლება ახალი, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს, რითაც დასაქმების ბაზარზე თანამედროვე, კვალიფიციური მუშახელი ჩნდება.
მუნიციპალური პროექტის ,,ისწავლე და დასაქმდი’’ ფარგლებში, 2018 წლიდან კოლეჯმა პროფესიული ხელობის არაერთი მიმართულებით 800-ზე მეტი ადამიანი გადაამზადა.
პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის ფარგლებში, კოლეჯში 2021 წლიდან, დამატებით 163-მა მსმენელმა პროფესიული განათლების სხვადასხვა კურსი გაიარა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025