04 მარტი 2021 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი მუნიციპალურ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიზიტს აგრძელებს. კომისიის თავმჯდომარე ამჯერად ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა და მუზეუმის პერსონალს შეხვდა.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, თბილისი მრავალფეროვან და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს და თანამედროვე ტექნოლოგიებით გაცოცხლებული წარსული ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმიც ამ ისტორიის ნაწილია.
„მსოფლიოს მასშტაბით, პანდემიისა და შეზღუდვების ფონზე, ალბათ განსაკუთრებით დავაფასეთ სხვადასხვა სივრცეში ვიზიტისა და ხელოვნების, შემოქმედების ახლოდან ხილვის შესაძლებლობა. მიხარია, რომ თბილისში 1-ლი მარტიდან გვაქვს შესაძლებლობა, გიმასპინძლოთ ჩვენი ისტორიის განსაკუთრებული წარმომადგენლების მემორიალურ სახლ-მუზეუმებში. თბილისი მართლაც მრავალფეროვან და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი თანამედროვე ტექნოლოგიებით წარსულის გაცოცხლების ნიმუშია. 3D ტექნოლოგიებით მუზეუმის დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს რეალობაში აღიქვას მე-19 საუკუნის თბილისის ცხოვრება და ბარათაშვილის შემოქმედება,“-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
2021 წლის 1-ლი მარტიდან ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულები დამთვალიერებლებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და სრული დაცვით გაიხსნა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 1982 წლიდან დაცულია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ეპოქალური ნივთები, ხალხური საკრავები, მხატვრული ტილოები, ფოტომასალა, ხელნაწერები, წიგნადი ფონდი. 2017 წელს მუზეუმი სრულად გარემონტდა და განახლდა, საგამოფენო სივრცეში პირველად გამოიყენეს 3D ანიმაციის ვიზუალური ეფექტი.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025