20 აპრილი 2021
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მუნიციპალური კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის და არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით, გასვლით შეხვედრებს განაგრძობს. კომისიის თავმჯდომარე ამჯერად, ვარკეთილის მედიათეკაში, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან რევაზ სოხაძესთან ერთად იმყოფებოდა.
დეპუტატებმა მედიათეკა და დაწესებულების ეზოში მიმდინარე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. მედიათეკის ეზოს მოწყობა ნოემბერში დასრულდება.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფარგლებში არსებულმა ბიბლიოთეკებმა და მედიათეკებმა მუშაობა 2 მარტიდან განაახლეს და მომხმარებლებს სერვისს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესაბამისად სთავაზობენ.
ვარკეთილის ფილიალი, რომელიც 2013 წელს აშენდა შშმ პირთა საჭიროებებზე სრულად ადაპტირებულია. მედიათეკა მოიცავს იზოლირებულ სამკითხველო დარბაზებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთავარ სამუშაო სივრცეს და ეკრანითა და პროექტორით აღჭურვილ მულტიმედიურ ოთახს, სადაც ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო შეხვედრები იმართება.
თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 2018 წელს კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც დედაქალაქის 36 ბიბლიოთეკასა და 3 მედიათეკას აერთიანებს. მისი მიზანია თანამედროვე ტიპის კულტურულ-საინფორმაციო სივრცის შექმნა, რომელშიც მომხმარებელს მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით და ელექტრონული რესურსებით სარგებლობის საშუალება აქვს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025