27 აგვისტო 2025
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით, გლდანში, ლევან კბილაშვილის ქუჩის 6 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მომღერალ ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფა განთავსდა. როგორც ღონისძიებაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, მემორიალური დაფის განთავსება მომღერლის შემოქმედების მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა.
„ქართული ხალხური ფოლკლორისა და საესტრადო მუსიკის უბადლო შემსრულებელმა, ლევან კბილაშვილმა საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზა გაიარა. მან 6 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა და საკმაოდ ახალგაზრდამ ბევრი მნიშვნელოვანი წარმატებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას. ამ მემორიალური დაფის განთავსებით, მისი შემოქმედების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ"- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
თბილისის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს განკარგულებით, თბილისში, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთს ლევან კბილაშვილის სახელი მიენიჭა. ამჯერად კი მისი მემორიალური დაფა განთავსდა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი კოტე ზარნაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ლევან კბილაშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025