17 მაისი 2019
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული'' წელს მეორედ გაიმართება.
პროექტი თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან თანამშრომლობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ამ ინიციატივის მიზანია მუზეუმების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში,’’-განაცხადა საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის მუზეუმებში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. შეიქმნა სისტემატიზირებული და კოორდინირებული მენეჯმენტი, მოხდა მუზეუმების მოდერნიზება და პოპულარიზაცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახტანგ ჭაბუკიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმებს. 18 მაისს კოტე და სოსო წერეთლების სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება. ასევე, მზადაა გალაკტიონის და შიო არაგვისპირელის მუზეუმების სარემონტო სამუშაოების პროექტები, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება.
კვირეულის ფარგლებში, საკრებულოს 24 მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით, თბილისის ათივე რაიონიდან 500-მდე მოსწავლე, დაათვალიერებს და ჩაერთვება მუზეუმებში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025