05 მაისი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, კახაბერ ლაბუჩიძესთან ერთად, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სააგენტოს მხრიდან მემორანდუმს ხელი ამავე სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერა.
შეთანხმების თანახმად, მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს დედაქალაქის საკრებულოში დასაქმებულ პირთათვის სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცებასთან დაკავშირებული ერთობლივი სატრენინგო, სასემინარო პროგრამების შემუშავებასა და სერტიფიკატების გაცემას.
"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით გვსურს, მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირებისთვის სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებში საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. ვფიქრობთ, სააგენტოსთან ამ ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია თბილისის რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის. ასევე გვსურს, ეს მემორანდუმი, სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის წარმატებულ და სანიმუშო პროექტად ვაქციოთ", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს იმ პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, რომლებიც რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, რელიგიის თავისუფლებასთან და თბილისის რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებასთანაა დაკავშირებული.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ შესაბამისი სამუზეუმო და ფოტო-ვიდეო მასალების ექსპოზიციასა და ტურისტული მარშრუტების გზამკვლევების გამოცემა-პოპულარიზაციას.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025