14 სექტემბერი 2022
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ ახალგაზრდულ კინოფესტივალს „თაობა“ უმასპინძლა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ავტორიტეტული ახალგაზრდული კინოფესტივალის „ჯიფონი" მმართველი დირექტორი, იაკობო გუბიტოსი ესწრებოდნენ.
ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ გახსნა, რომლის განცხადებით, ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ აუდიტორიის განვითარებაზე ორიენტირებული ერთადერთი კინოფესტივალია საქართველოში, რომელიც 2018 წელს ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის მიერ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა.
„განსაკუთრებული პატივია ჩვენთვის ამ ღონისძიების ჩატარება საკრებულოს ისტორიულ შენობაში და მზად ვართ სამომავლო პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის. ფესტივალის არსებობის ხუთწლიან ისტორიაში მონაწილეობა მიიღო ასობით ახალგაზრდამ, რომელთათვის ეს პლატფორმა აღმოჩნდა შემოქმედებითი განვითარების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების დახვეწის საშუალება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, სასახლის პროექტებისა და პროგრამების განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოსა და მერიას, ხოლო კინოფესტივალის „ჯიფონი" მმართველმა დირექტორმა, იაკობო გუბიტოსმა დამსწრე საზოგადოებას როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში ახალგაზრდებისთვის „ჯიფონისა“ და „თაობას“ მიერ დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები გააცნო.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის მიერ საერთაშორისო, ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ წელს მეხუთედ მიმდინარეობს. ფესტივალი ორიენტირებულია ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებასა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მევიოლინეთა ანსამბლი „სიმი“, რომელთაც ცნობილ კომპოზიტორთა რეპერტუარი შეასრულეს: „თბილისის ღამე“, „ქართული სიმღერების პოპური“, „უნგრული ჩარდაში“, „სენტიმენტალური ტანგო“, „შენ დაგეძებ“, „ლირიკული ვალსი“.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025