14 დეკემბერი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე პროექტის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებასა და მონაწილეების მიერ შექმნილი ლიტერატურული ნამუშევრების კრებულის პრეზენტაციას დაესწრნენ.
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია მწერალთა სახლში გაიმართა, სადაც სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ლიტერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია მოეწყო. პროექტი მოზარდებში საქართველოს ოკუპაციის, კონფლიქტის ზონებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა.
პრეზენტაციაზე სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების განხორციელება და ჩართულობა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა იმისა, რომ ახალგაზრდა თაობამ არ დაივიწყოს და მუდამ ისაუბროს აფხაზეთზე.
ჟიურის წევრებმა - ინა არჩუაშვილმა, გიორგი კაკაბაძემ და ირაკლი შამათავამ შეარჩიეს საუკეთესო ნაშრომები, სწორედ ამ ტექსტებმა მოიყარა თავი კრებულში: „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე. 13 ამბავი“.
ლიტერატურული კონკურსის პარტნიორები არიან კავკასიის უნივერსიტეტი და გამომცემლობა „ინტელექტი“, რომლებმაც გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები, დანარჩენ მონაწილეებს კი საჩუქრები აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ და მწერალთა სახლმა გადასცეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025