22 ოქტომბერი 2024 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეები დააჯილდოვეს.
შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს ჯილდოები და სიგელები დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გადასცეს.
ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი, თბილისის მერიის დაფინანსებით და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით უკვე მესამედ ტარდება და მიზნად არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობას ისახავს. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი, ლოტბარი დავით ცინცაძე და ანსამბლ ,,საგალობელის“ ხელმძღვანელი, ლოტბარი მაია მიქაბერიძე არიან.
როგორც ღონისძიებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, თბილისი არის მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ფოლკლორული ანსამბლები კვლავ მონაწილეობენ.
კახა ლაბუჩიძის თქმით, წელს მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია, ხოლო ორი წლის მანძილზე ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობა 1000- ზე მეტმა მუსიკოს - შემსრულებელმა მიიღო.
ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის ცხრა ფოლკლორული ანსამბლი, მათ შორის აზერბაიჯანული და სომხური ანსამბლები დააჯილდოვეს.
ფესტივალის მონაწილეების წლევანდელ დაჯილდოებას, რომელსაც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი უძღვებოდა, საკრებულოს, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ელჩები ესწრებოდნენ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025