24 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულოში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს VII მოწვევის სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის № 49-97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
კომისიის წევრებმა თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
იმსჯელეს საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმებისა და დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე.
დღესვე სარევიზიო კომისიის სხდომაზე ააიპ „თბილისის მუზეუმების გაერთიანება“-ს მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები და ასევე ააიპ „ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრი“-სა და ააიპ „მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონი“-ს მიერ 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმებების მასალები განიხილეს.
დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრებმა „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანების მე-6-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი ინფორმაციების - N12-032528020-03;7.10.2025წ და N12-032529622-03;23.10.2025წ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და მიმართვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენის თაობაზე იმსჯელეს.
განხილვას კომისიის სხდომაზე ზემოთაღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.