25 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის № 49-97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა 77 111,4 ათასი ლარით იზრდება და ჯამში 2 348 609,0 ათას ლარს შეადგენს.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს. საკითხზე მსჯელობის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.
დღესვე, სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2025 წლის 6 თვის (01.01.2025-01.07.2025წწ) მუშაობის ანგარიშის მოისმინეს.