18 თებერვალი 2020
თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
გაიოზ თალაკვაძემ ყურადღება ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილება დედაქალაქის ბიუჯეტში გარდამავალი ნაშთის ასახვის აუცილებლობითაა განპირობებული.
შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილების პროექტით, თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის მოცულობა 217 მილიონ 600 000 ლარით იზრდება და 1 მილიარდ 238 980 000 ლარს შეადგენს.
კომისიის წევრებმა ასევე 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
გარდა ამისა სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას’’ შორის ავტობუსების შესაძენად ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმებას მისცეს თანხმობა
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, ქონების მართვისა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.
ასევე სხდომაზე კერძო პირისა და შპს ,,ბოჟიტორისთვის’’ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშესაწყობ ღონისძიებებზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
4 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ივნისი 30,2023