24 იანვარი 2020 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე განათლებისა და კულტურის და სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განხორციელებული სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დედაქალაქის გამგეობების ანგარიში წარმოადგინა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა მოხსენებისას სხვადასხვა რაიონში განხორციელებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული პროექტების შესახებ ისაუბრა.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ კი სხდომაზე განსახილველად სამი საკითხი წარმოადგინა. კომისიამ რაიონული გამგეობების მიერ, 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში განხორციელებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული, ასევე სპორტულ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოხსენება ცნობად მიიღო. ამასთანავე, საკრებულოს წევრმა კომისიის 2019 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიშთან ერთად 2020 წლისთვის გაწერილი სამუშაო გეგმა დასამტკიცებლად წარმოადგინა.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021