20 მაისი 2025 თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის № 49-97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერიის საქალაქო საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
დღესვე, კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 3 თვის შესრულების კვარტალური მიმოხილვის შესახებ" ინფორმაცია მოისმინეს და ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს.