09 სექტემბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მჭედლიშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა ესტონეთის ქალაქ ნარვას მერის ედუარდ ეასტის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი პარლამენტის წევრების წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლეს.
გიორგი ტყემალაძემ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუმრებს თანამშრომლობის პერსპექტივებზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ფუნქციებზე, მუშაობის პრინციპებსა და ქალქის მართვის სტრუქტურებზე, ასევე თვითმმართველობის არჩევნების სისტემაზე დეტალური ინფომაცია მიაწოდა.
ნარვას მერმა დეპუტატებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ ქალაქის ისტორია, ღირშესანიშნაობები და თავისებურებები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებებით არსებული გამოცდილებები გაუზიარეს და მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ასპექტების ისეთ სფეროები განიხილეს, როგორიცაა: კულტურა, განათლება, მეცნიერება, სოციალური სფერო, მედიცინა და მუნიციპალური ტრანსპორტი.
დასასრულს, დეპუტატებმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ხოლო გიორგი ტყემალაძემ ისინი 17-18 ოქტომბერს ,,თბილისობის’’ დღესასწაულზე მოიპატიჟა.
ქართული მხრიდან შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების თავმჯდომარე ლევან დარახველიძე ესწრებოდნენ.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021