19 აგვისტო 2025
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს. განხილვას კრწანისის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი საბა პატაშური ესწრებოდა.
კომისიის წევრებმა რეკომენდაციები გასცეს და საერთო ჯამში კრწანისის რაიონის გამგეობის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა დადებითად შეაფასეს.