18 მარტი 2025 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორთან, ზეინეფ ბაირაქთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად წარმატებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, განიხილეს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული საჭიროებები. დაიგეგმა ახალი, საინტერესო პროექტების განხორციელება და შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით, გამოითქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის, ჩართულობით და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის დახმარებით უკვე არაერთი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
შეხვედრისას ზურაბ ჩიკვილაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებას.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.