15 დეკემბერი 2020
საკრებულოში გამართულ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებაც იმსჯელეს. საკითხი დეპუტატებს ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ცვლილება, აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამის “უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში“ ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესში ცვლილებას ეხება. კერძოდ, ქვეპროგრამაში დასაქმებულ პირებს შრომითი ანაზღაურება უნარჩუნდებათ.
„ახალი კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გარემოებების გამო, პროექტის მიზანია, მიუხედავად ამ გარემოებებისა, მათთან დასაქმებულ პირებს შეუნარჩუნდეთ ხელფასი“ - აღინიშნა სხდომაზე.
კომისიის სხდომაზე განხილულ ცვლილებას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.